„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამარცხვინოა"

ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლას პიარ-აქციად მიიჩნევს და მის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს,- ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ განაცხადა. მისი თქმით, პიარ-აქციებს თავი უნდა დავანებოთ და სახელმწიფროებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ.
„იმ გაუთავებელი პიარ-აქციებით, რომლითაც ახლა დაკავებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სამარცხვინოა, გეგონებათ დიდი მთავარსარდალია. საქართველოში ხომ დაამარცხა რუსეთი და გაასწორა მიწასთან?! ახლა რუკასთან უკრაინის თავდაცვის გეგმებს ადგენდა. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ამ პიარ-აქციებს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უკრაინაში საქართველოს სახელმწიფოს საკითხის პოზიტიურად დარეგულირების რაიმე სახის ბერკეტი, ან კონფლიქტის თავიდან აცილების რაიმე მექანიზმი რომ ჰქონოდა, ასეთ შემთხვევაში ჩასვლას აზრი, რა თქმა უნდა, ექნებოდა. მაგრამ ჩასვლა ჩასვლისთვის ნამდვილად არაფრის მომტანი არ იქნებოდა. ვწუხვარ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უკრაინაში ჩასვლას რაიმე შედეგი მოჰყოლოდა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის „პოლიტიკის დრო“ სტუდიის სტუმრები კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა და ექსპერტი მიხეილ თავხელიძე იყვნენ. ნინო ბურჯანაძემ ზემოთ აღნიშნული განცხადება სწორედ მათ გასაგონად გაახმოვანა. ისინი გადაცემის მსვლელობისას „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები