მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობა დაინერგება

   საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის“ პროექტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. კონფერენცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. „ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის“ პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის საშუალებით მუნიციპალიტეტის ეფექტური მმართველობის ხელშეწყობა. ელექტრონული სისტემის ძირითადი დანიშნულება მუნიციპალიტეტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირება, მასზე დაყრდნობით სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყების მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ელექტრონულად მოპოვებისა და დოკუმენტების ელექტრონული მართვის საშუალებების შექმნაა, რაც, საერთო ჯამში, დაზოგავს მუნიციპალიტეტის ადამიანურ რესურსს, თანამშრომელთა დროს და გააუმჯობესებს მოქალაქეების მომსახურების პროცესს. პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გამართვას, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამულ უზრუნველყოფას. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა „ACT“-ისა და „IPM“-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი ცენტრების ცნობადობისა და კმაყოფილების კვლევის შედეგები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები