უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მისაღებად პარლამენტი ხვალ შეკრიბება

   საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ“ რეზოლუციის მისაღებად, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ხვალ შეიკრიბება.
რეზოლუციის მიღების საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. პარლამენტის ბიუროს 4 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული საკითხი, უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მოთხოვნით, შეტანილია საქართველოს პარლამენტის მორიგი სხდომის დღის წესრიგში, რომელიც, როგორც ცნობილია, ხვალ 5 მარტს უნდა გაიმართოს. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები