ტყიბულში სახლი დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებელს გოგი ლაფერაძეს ეკუთნოდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა. როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, დამწვარია 100 კვ. მეტრის ტერიტორია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სახლში მარტოხელა, 52 წლის ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცი ცხოვრობდა, მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები