საქართველოს პრეზიდენტი შტეფან ფულეს შეხვდა

  საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უახლოეს მომავალში ხელმოწერა აქტუალურია. ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტების შედეგებითაც დაინტერესდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გიორგი მარგველაშვილმა და შტეფან ფულემ ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების გზებზეც გაამახვილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები