"ევროკავშირი მყარად დაუდგება საქართველოს გვერდით“

  ევროკავშირი მყარად დაუდგება საქართველოს გვერდით, თუ იგი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ევროკავშირი მყარად დაუდგება საქართველოს გვერდით, თუ იგი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია ყირიმში მიმდინარე მოვლენებისადმი. აღსანიშნავია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის გამოწვევის შექმნას. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას და მხარს უჭერს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას”, – განაცხადა შტეფან ფულემ. ამასთან, როგორც ფულემ აღნიშნა საქართველოს ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა. შტეფან ფულემ, ჟოზე მანუელ ბაროზოს სახელით, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრაზე მიიწვია, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრები ყოველწლიურად, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები