მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია ხვალ IV სხდომას გამართავს
21 იანვარს, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის IV სხდომა გაიმართება. სხდომას კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია წარუძღვება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრები ინფორმაციას 2013 წელს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ; აგრეთვე, განიხილავენ და დაამტკიცებენ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის განახლებულ ვარიანტს.
გარდა ამისა, საქსტატის ხელმძღვანელობა წარმოადგენს ინფორმაციას აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საავტომობილო ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ და სხვა მიმდინარე საკითხებს.
სხდომა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 16 საათზე დაიწყება.