„ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები წელს ახალ დონეზე ავა“

 ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები წელს ახალ დონეზე ავა – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება განაპირობებს, რომელსაც საქართველომ ხელი ზაფხულში უნდა მოაწეროს. ფულეს თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ყოვლისმომცველი ვაჭრობის თვალსაზრისით საქართველოს და მის ხალხს ევროკავშირთან დააახლოებს.
“ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს ახლოს მიიყვანს ჩვენს ღირებულებებთან, სტანდარტებთან და ბაზრებთან. მე დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები, რომ ხაზი გავუსვა უდიდეს პოლიტიკურ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ანიჭებენ”, – განაცხადა ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, ევროკომისრის თქმით, ხელშეკრულება საქართველოს არაერთ სარგებელს მოუტანს.

მისვე თქმით, ყველაფერი ეს რომ რეალიზდეს, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმებზე მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები