შტეფან ფულესა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა მიმდინარეობს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა დაიწყო. თავდაპირველად მაია ფანჯიკიძე შტეფან ფულეს პირისპირ შეხვდება, ამის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძე და შტეფან ფულე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები