კანცელარიაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
პრემიერთან არსებულ საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებმა ამერიკის შერთებულ შტატებში პრემიერ–მინისტრის სამუშაო ვიზიტი შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხებზე. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისი და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.