„უკრაინაში დასავლეთის მხრიდან ძალისმიერი ქმედება გამორიცხულია“

  უკრაინის მოვლენებში ძალისმიერი ქმედება რუსეთის მხრიდან კი არა, დასავლეთიდან არის გამორიცხული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ განაცხადა.
„როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის ლიდერებმა ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს, რომ უკრაინაში ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება აბსოლუტურად გამორიცხულია. ძალისმიერი ქმედება არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მხრიდან არის გამორიცხული. ეს პოზიცია დაფიქსირებულია, როგორც ურაინისათვის, რუსათისათვის და მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ ეს პროცესი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება. როდესაც ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახორციელებს ასეთ ქმედებას, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ეს პრეზიდენტ ობამას გზავნილი იყო “,- განაცხადა მარველაშვილმა.
მისი თქმით, ის პოზიციები, რაც ჩამოყალიბდება ევროპაში და ამერიკაში, საბოლოოდ გავლენას მოახდენს უკრაინა-რუსეთის პროცესებზე. ეს შეიძლება იყო ეკონომიკური ან რუსეთის იმიჯის თვალსაზრისით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროცესების თანამონაწილე საქართველოც არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები