ირაკლი ალასანიამ უკრაინელ კოლეგასთან ყირიმში შექმნილი ვითარება განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა ტელეფონით უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო- უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან.