პარლამენტი თბილისში საქმიანობას მარტის ბოლოდან დაიწყებს

  მარტის ბოლოდან დაგეგმილია პარლამენტის თბილისში საქმიანობა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქუთაისში მხოლოდ პარლამენტის პლენარული სხდომები გაიმართება. “როგორც მე ვიცი, მარტის ბოლოდან დაგეგმილია პარლამენტის თბილისში საქმიანობა, გარდა სესიებისა. საუბარია ბიუროს სხდომებზე, საკომიტეტო მოსმენებსა და პარლამენტის წევრების თბილისში მუშაობაზე. ეს გადაწყვეტილია და ასე იქნება. რამდენი ხანიც გაჯიუტდება “ნაციონალური მოძრაობა”, იმდენი ხანი ვივლით ქუთაისში სესიებზე”, – აღიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები