საქართველოსა და უნგრეთის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში 2015 წლის 10 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმს“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკის ძირითად საკითხებზე.
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების მართვის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს“. დოკუმენტი ითვალისწინებს კულტურის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ევროკავშირის კულტურულ პროექტებში მონაწილეობის კუთხით გამოცდილების გაზიარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები