ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გამართული პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაფასა

ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმის, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს და მის ევროპულ არჩევანს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, პირველი ოფიციალური ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა და მხარეებმა შეძლეს დაედასტურებინათ მზადყოფნა თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
“ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში, მადლობას ვუხდი პრემიერ ორბანს გულთბილი შეხვედრისთვის. ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ხედვები. საქართველო და უნგრეთი არაერთ სფეროში თანამშრომლობს და გვინდა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები,”-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები