“თბილისელის” ახალგაზრდულმა ფრთამ “დაასუფთავე შენი ქალაქი” აქცია დაიწყო

საზოგადოებრივი მოძრაობა “თბილისელის” ახალგაზრდულმა ფრთამ დღეს რიგით პირველი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა – დაასუფთავე შენი ქალაქი.
ახალგაზრდებმა დღეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან გაწმინდეს. საზოგადოება “თბილისელის” წევრებმა თხოვნით მიმართეს მოსახლეობას, მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში და იზრუნონ თავიანთი ქალაქის სისუფთავეზე.
აქცია სახელწოდებით – “დაასუფთავე შენი ქალაქი” ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მთელ დედაქალაქს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები