ლადო სადღობელაშვილი დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.
დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც „თავისუფალი თაობის“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმართულებით წითელსაღებავიანი პარკი ისროლეს, რომელიც აქციაზე სისხლის იმიტაციის მიზნით მიიტანეს.
აქციის მონაწილეები „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუწოდებენ, უკრაინაში საომრად საკუთარი შვილები გაუშვან.
აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.