აჭარაში სიძემ სიდედრი მოკლა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოსმან ჯ. ,ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დაბა ჩაქვში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ოსმან ჯ-მ ურთიერთშელაპარაკებისას მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალბატონის დედას – 1936 წელს დაბადებულ ვერა ს-ს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოსმან ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).