შს მინისტრის მოადგილემ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ კომენტარი გააკეთა

შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უწყებაში ამ მიმართულებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
„საკადრო გადაწყვეტილებები და ცვლილებები პროცესია, არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება ჩვენს სამინისტროში. კარგი არის ის, რომ დღეს გადაწყვეტილებებს მინისტრი და ხელმძღვანელი რგოლი იღებს, მხოლოდ შედეგებზე დაყრდნობით და მხოლოდ პროფესიონალიზმის გათვალისწინებით“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები