რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს არჩილ თალაკვაძემ საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელით, მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საჩუქრები გადასცა ბაკურიანში, სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს და წარმატება მიულოცა. შს მინისტრის ინიციატივით, 12 ბავშვმა ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენა და სათხილამურო სპორტს დაეუფლა. დასვენების ბოლო დღეს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებისთვის თხილამურებით სრიალში შეჯიბრი ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები