გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის პროექტის რეჟისორი არ იქნება

გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის პროექტის “9+1”-ის რეჟისორი არ იქნება,- ამის შესახებ რეჟისორმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ხაინდრავას განმარტებით, ის ტელეკომპანია GDS-ის პროექტის რეჟისორი იქნება, თუმცა, მისივე თქმით, პროექტს რომელზეც ის იმუშავებს, ივანიშვილთან კავშირი არ აქვს. “პროექტი, რომელზეც მე ვიმუშავებ, დოკუმენტური ფილმების სერიას, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა, არანაირად არ უკავშირდება. GDS-ისგან მივიღე წინადადება მრავალსერიანი პოლიტიკურ-მხატვრული ფილმის გადაღების შესახებ. ასეთი სერიალები მსოფლიოში ძალიან არის გავრცელებული. ჩვენ გადავიღებთ “ნაციონალური მოძრაობის” 10 -წლიან პერიოდს, რომელიც მოიცავს ყველა ჟანრს – დრამას, ტრაგედიას, აბსურდს, დეტექტივს, გროტესკს, ეროტიკას და ა.შ. ეს პროექტი დაახლოებით 3-წლიანი იქნება და მასში მსახიობები დასაქმდებიან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები