თბილისის რაიონების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

წყალმომარაგების კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, თბილისის რამდენიმე უბანს, დაზიანებული მილების ლიკვიდაციის მიზნით, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ. მათ შორის არიან: მთაწმინდის რაიონში მდებარე რუსთაველის გამზირი N38. წყალმომარაგება აქ მოსახლეობას 05:20-დან 14:00 საათამდე შეუწყდება.
ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩა N 14-ში, ასევე იალბუზის, ლუსინიანის, არბოშიკის, I დოლაბაურის, შავსოფელის და 300 არაგველის ქუჩები. წყალმომარაგება აქ 04:30-დან 08:00 საათამდე შეწყდება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ც. დადიანის გამზირზე N142-თან, ცისარტყელას და ბენდელიანის ქუჩებზე წყალსადენის ქსელების გამო მოსახლეობას წყლის მოწოდება 01:45-დან 05:00 საათამდე შეუწყდება. ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე N 75ა-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით წყლის მიწოდება 01:00-დან 08:00 შეწყდება. წყალმომარაგება ასევე დროებით შეფერხდება ჭავჭავაძის N75-ში მდებარე საცურაო აუზზე და ჭავჭავაძის N55 ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები