ჩინური ახალი წლის ფესტივალი გაიმართება

 

5 თებერვალს, 17:30 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრში, თავისუფალი უნივერსიტეტის, კონფუცის ინსტიტუტი და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის) ჩინური ენის მიმართულება ჩინური ახალი წლის ფესტივალს წარმოადგენს.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, გაეცნოს ჩინური ახალი წლის ტრადიციებს, ჩინურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შესრულებულ მელოდიას, ჩინურ სიმღერებს და პოეზიას, იხილოს ცეკვები, ჩინური თეატრალური დადგმები, ჩინური ორთაბრძოლები: უშუ და თაიძიციუანი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინელი სტუმრები, ჩინურ ენასთან და კულტურასთან დაკავშირებული ქართველები. ღონისძიების ბოლოს ჩატარდება კონკურსის – „რა ვიცით ჩინეთის შესახებ“ კონკურსანტების დაჯილდოება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები