„თავისუფალმა თაობამ“ „ნაცმოძრაობას“ სირცხვილის კორიდორი მოუწყო – „დეპუტატმა აქტივისტებს შეაგინა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია გამართეს. „თავისუფალი თაობის“ აქტივისტებმა პარტიის მიერ მომზადებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმა „36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის” გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
როგორც ორგანიზაციის ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა „კვირას“ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ოფისიდან გამოსვლისას ხელი გამოიშვირა ჩვენკენ და შეიგინა. სევდია უგრეხელიძის მძღოლმა კი მანქანის მინა ასწია და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თაზო ახობაძეს ხელი ფანჯარაში მოაყოლა“, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები