„მოქალაქე“ მედია-მონიტორინგის პირველ შედეგს საზოგადოებას ერთ კვირაში გააცნობს

ორგანიზაცია „მოქალაქე“ მედია-მონიტორინგის პირველ შედეგს საზოგადოებას ერთ კვირაში გააცნობს, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ამავე ინტერვიუში მანვე ორგანიზაცია „მოქალაქის“ მიერ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა. „ყველაზე რთული გზა ავირჩიე, როდესაც მე „მოქალაქე“ დავაფუძნე. „მოქალაქემ“ სასკოლო ოლიმპიადა ჩაატარა და ძალიან ეფექტური იყო, რომ ქვეყანაში სამოქალაქო განათლება ბავშვობიდანვე დაიწყოს.
ამავდროულად, „მოქალაქემ“ სტუდენტებთან წარმართა პროექტი. მესამე პროექტს ორ-სამ კვირაში დავიწყებ და ეს არის, მედია – მონიტორინგის დაფინანსება, რომელიც დაიწყო „მოქალაქემ“ . ეს პროექტი ობიექტურობასა და პროფესიონალიზმის ხარისხზე გააკეთებს მონიტორინგს. ეს პროექტი აგვისტოდან დავიწყეთ და კვლევების პირველ შედეგს ერთ კვირაში დავდებთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ტელეკომპანია GDS-ს მომავალ პროექტებზეც. მისი თქმით, ტელეკომპანია GDS-ს მრავალსერიანი ფილმების მომზადებას იწყებს, რომელიც როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისდროინდელ პერიოდს ასახავს, ასევე „კოალიცია – ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობას.
“ყველაზე რთული ჩემთვის გახლდათ სწორედ GDS- ს პროექტი, რომელსაც „საზოგადოება 20-30“ სახელწოდება აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ძალიან პოზიტიურ და კარგ შედეგს მივაწვდით, უნდა გავერკვეთ, სად ვართ ჩვენ და რა გვინდა. ეს პროექტი გვაძლევს საშუალებას, რეალურად გავერკვეთ სად ვართ ჩვენ და რა გვინდა, მაქსიმალურად გავზარდოთ ის მუხტი, რასაც საზოგადოება ჰქვია. ამასთანავე, პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ 9+1“ მოამზადებს სერიალს – დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდს ასახავს და კიდევ ხელისუფლების ორწლიან მოღვაწეობას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები