კოსოვოში შეტაკებისას 80 ადამიანი დაიჭრა

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მომხდარი შეტაკების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიჭრა. პოლიციამ დედაქალაქის მერი შპენდ ახმეტი დააკავა, – იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“.
არსებული ინფორმაციით, მერი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს. თუმცა, თავად პოლიტიკოსის თქმით, მისი დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია. მერი პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ მცირე დროში გაათავისუფლეს.
საერთო ჯამში, დემონსტრაციის შედეგად დაიჭრა 56 პოლიციელი, დაკავებულია 100-მდე აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 2 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები თვითაღიარებული რესპუბლიკის კოსოვოს მინისტრის, ეთნიკურად სერბი ალექსანდრე იაბლონოვიჩის გადადგომას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები