ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 3 სამხედრო დაიღუპა, 15 კი დაიჭრა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 3 სამხედრო დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა.
„ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ რთულია. დღე-ღამის მანძილზე „ბოევიკებმა“ ცეცხლი ქვეყნის აღმოსავლეთით, სხვადასხვა რაიონის 55 დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს. უკრაინამ 3 სამხედრო დაკარგა. კიდევ 15-მა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო. ყველა დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებებში გაიგზავნა“, – აღნიშნა სელეზნიოვმა.
მისივე თქმით, საავადმყოფოებში დღეს, საერთო ჯამში, 366 სამხედრო იმყოფება, მათ შორის 15 მძიმედაა დაჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები