„ისლამური ხალიფატი“ 24 საათში იაპონელი ჟურნალისტის და იორდანიელი პილოტის მოკვლას გეგმავს (ვიდეო)

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ( იგივე „ისლამური ხალიფატი“) მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ მიერ წამოყენებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 24 საათის შემდეგ მეორე იაპონელ მძევალს სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
სიკვდილით დასჯა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იორდანიის ხელისუფლება დაპატიმრებულ ჯიჰადისტს საჯიდ არ-რიშავის არ გაანთავისუფლებს. „ისლამური ხალიფატის“ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაჯგუფება ჯერ იაპონელი ჟურნალისტ კენძი გოტოს, ხოლო შემდეგ იორდანიელ პილოტს მააზ ალ-კასასბეჰს სიკვდილით დასჯის.
მანამდე ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ იაპონიის მოქალაქე ჰარუნა იუკავა დაჯგუფების მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები