ბიონსემ კონცერტი შეწყვიტა და თავის ფანს უმღერა

 შენეზ კანს ალბათ არასოდეს დაავიწყდება თავისი 22-ე დაბადების დღე. მომღერალმა ბიონსემ კონცერტი შეწყვიტა და მისთვის საგანგებოდ სიმღერა “Happy Birthday” შეასრულა.
ორშაბათს საღამოს ბირმინგემში გამართულ კონცერტზე ვარსკვლავმა შენეზ კანის ტანსაცმელზე შეამჩნია წარწერა, რომ მას დაბადების დღე ჰქონდა. ბიონსემ გოგონას სახელი ჰკითხა და სიმღერაც შეუსრულა. მომღერლის ფანმა ვერც კი დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი მის თავზე ხდებოდა. გოგონამ სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა. მოგვიანებით კი შენეზ კანმა ბიონსეს მიმართ სოციალურ ქსელ ტვიტერზე სამადლობელი პოსტი დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები