ორი მიტინგი სიმფეროპოლში – დაძაბულობა იზრდება

  ყირიმის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სიმფეროპოლში ორი მიტინგი ერთდროულად ტარდება – ერთი მაიდნის და მეორე – მისი მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. აქციების დროს შეტაკებებიც მოხდა. ცოტა ხნის წინ ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ აქცია დაიწყო, რომელზეც მომიტინგეები მოითხოვენ, რომ ხელმძღვანელობამ მხარი არ დაუჭიროს ახალ ხელისუფლებას კიევში. ყირიმელი თათრების სათემოს წარმომადგენლები კი საპირისპიროს მოითხოვენ და ამ მიზნით აქციას მართავენ.
ყირიმის გამოყოფა არ განიხილება
სიმფეროპოლში, უმაღლესი რადის შენობასთან ორი მიტინგი იმართება – კიევის ახალი ხელისუფლების მხარდასაჭერი მრავალათასიანი აქცია და რამდენიმე ასეული პრორუსული აქტივისტის მიტინგი. ადგილობრივი დროით 15 საათზე ყირიმის პარლამენტს არაგეგმური სესია უნდა დაეწყო, რომელზეც უნდა განხილულიყო ხელისუფლებისთვის ავტონომიის ნდობის და უკრაინის პოლიტიკური სიტუაციის საკითხები. თუმცა უმაღლესი საბჭოს პრესცენტრმა ყირიმის პარლამენტის მეთაურის ვლადიმერ კონსტანტინოვის განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკითხი ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ დღევანდელ სესიაზე არ განიხილება. მიტინგის მონაწილეები, რომლებიც მხარს კიევის ახალ ხელისუფლებას უჭერენ, სკნდირებენ სიტყვებს: ,,დიდება უკრაინას“, მათ საპასუხოდ პრორუსული მიტინგის წარმომადგენლები რუსულ პატრიოტულ სიმღერებს მღერიან.
აქციის დასაწყისში მისმა მონაწილეებმა არეულობა გამოიწვიეს. მილიცია იქ არ იმყოფებოდა, – იუწყება „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი. მანამდე კი რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, თუ რუსეთის სახელმწიფო დუმა ყირიმის უმაღლესი რადის მოწოდების შესაბამისად, ან ადგილობრივი რეფერენდუმის გადაწყვეტილებით იმოქმედებს, სახელმწიფო დუმა ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხის ოპერატიულად განხილვას შეძლებს. რუს დეპუტატებს განსახილველად ასევე წარდგენილი აქვთ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ეთნიკურ რუსებს რუსული პასპორტები დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები