ქუთაისს ახალი ვიცე- მერი ჰყავს
ქალაქ ქუთაისს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე თითქმის მე-7 მერი ჰყავს. ამ პოსტზე გია შარაბიძე კოტე ქავთარაძემ შეცვალა. კიდევ ერთი ცვლილება საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაა. დეპუტატებმა კომისიის თავმჯდომარეს გოგიტა გეგელაშვილს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პოსტი დაატოვებინეს. ცვლილებების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და “ქართულ ოცნებას” ადამიანების პარტიული ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განმარტებით, ყოფილმა ვიცე-მერმა გია შარაბიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა, კომისიის თავმჯდომარის მოხსნა კი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში იყო.