საქართველოს მოქალაქემ აზერბაიჯანში მეგობარი დაჭრა
ბაქოში, ბინაგადის რაიონის პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა დაჭრის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ა. გ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „vesti.az”-ი ბინაგადის რაიონის პოლიციის განყოფილების მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მეგობრებმა კაფე „კამრანში“ ალკოჰოლური სასმელი დალიეს. რის შემდეგაც ურთეირშელაპარაკების ნიადაგზე ა.გ.-მ მეგობარს, 1994 წელს დაბადებულ აგილ რამაზან ოღლუს მუცლის არეში ცივი იარაღით ორჯერ მიაყენა ჭრილობა. ა.გ.-მ იქ მყოფებს მეგობრის საავადმყოფოში გადაყვანა სთხოვა, თავად კი ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მომხდარიდან მალევე დააკავა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.