ირაკლი ალასანია: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა აუცილებლად უნდა დაესწროს

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ბათუმში თანაპარტიელებსა და აქტივისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე პარტიის სამომავლო გეგმებსა და საპარლამენტო არჩევნების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
ალასანიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ აქტიურად იმუშავებენ, რათა შეიქმნას საყდრისის საკითხის შემსწავლელი კომისია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიცია, არ დაესწროს გამოსვლას, არასწორია. “ის, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ დაესწრო მთავრობა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას, იყო მთავრობის ერთიანი გადაწყვეტილება და მე იგი გამაცნეს, როგორც უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს მიდგომა შესაცვლელია, რადგან დღეს არის სხვა რეალობა. პრეზიდენტის ინსტიტუტი აერთიანებს საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება შესაცვლელია”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები