ვერშბოუ: საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში ალიანსი მხარს უჭერს

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატო-ში ალიანსი სრულად უჭერს მხარს. ამის შესახებ ვერშბოუ “ტვიტერზე” წერს.
“ყველა მექანიზმი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა”,- წერს ვერშბოუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინსტრის პირველი მოადგილე დავით დონდუ მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილებოდა.
ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები