„ყველაფერს ჯობია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გელოვანი იყოს“

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები ჯერ არ შემდგარა“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ძიძიგურის განცხადებით, საჭიროა დიმიტრი გელოვანი მოიძებნოს.
„მედიის მეშვეობით გავიგე, რომ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორთან პრეზიდენტის შეხვედრა ჩანიშნულია. რამდენადაც არასამთავრობო სექტორიდან მაქვს ინფორმაცია, მსჯელობენ არა კანდიდატურებზე, არამედ იმაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე. საქართველოს ისტორიაში სასამართლო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორიც არის 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავმჯდომარის პერსონას, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები იქნება და ყველა ერთად ალბათ ოპტიმალურ ვარიანტს ვიპოვით. ყველაფერს ჯობია, იყოს დიმიტრი გელოვანი. დიმიტრი გელოვანის მოძებნა ძნელია. ძნელია, ნახო სამართლის სფეროს წარმოამდგენელი ადამიანი, ვისაც არასოდეს ჰქონია შეხება პოლიტიკასთან. სასურველია, იყოს ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს ნეიტრალური, კვალიფიციური და პრინციპული ადამიანის კრიტერიუმებს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები