თეა წულუკიანი კუბლაშვილის შემცვლელად დასახელებულისგან გარკვეულ კრიტერიუმებს მოითხოვს

ნებისმიერი კანდიდატი, ვინც შეიძლება კოტე კუბლაშვილის შემცვლელად დასახელდეს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე განმარტებით, მისთვის ეს კრიტერიუმია რეფორმატორობა და რეფორმების გატარების სურვილი.
„კოალიციიდან წამოსული კანდიდატი იქნება ეს თუ კოალიციის გარეთ შერჩეული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: პროფესიონალიზმი, შეუვალობა, პროფესიული სინდისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლისთვის. ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინააღმდეგე და მათთდამი რეზისტენტული. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია რეფორმების სურვილი და რეფორმატორობა“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები