გლდანის რაიონის გამგებელმა ბავშვებს ახალ წელი მიულოცა

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე გლდანის სკოლამდელი აღსაზრდელები და გამგეობის თანამშრომელთა შვილები დაპატიჟა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გლდანის პარკის საბავშვო გასართობი ცენტრის მსახიობებმა. თოვლის პაპამ, გოგონა-ფიფქმა, ზღაპრულმა ფერიამ და ჯამბაზმა ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ცეკვა-სიმღერით დაღლილი პატარები თოვლის პაპამ საჩუქრებით დააჯილდოვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მათი შვილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები