დავით უსუფაშვილი ლიტვის დროშის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სახელწოდებით „ერთობის დროშა“. ღონისძიება ეძღვნებოდა 1991 წლის 13 იანვარს ლიტვაში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე. 13 იანვარი – ლიტვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 1991 წელს უიარაღო ლიტველი ხალხი საბჭოთა კავშირის რეჟიმის ტანკების პირისპირ დადგა. ამ დღეებში ქართველი ხალხიც გამოვიდა დროშებით ხელში ლიტველებისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ლიტვის დროშის გაშლის ცერემონიალის მიზანი იყო, საქართველოს და ლიტვის მიერ თავისუფლებისაკენ გავლილი ეკლიანი გზის კიდევ ერთხელ გახსენება. აღსანიშნავია, რომ ლიტვის დროშის გაშლის ტრადიცია, 2011 წლის 13 იანვრიდან, ტრაგიკული თარიღის 20 წლის თავიდან იღებს საფუძველს. ჯერჯერობით დროშა, ლიტვის ქალაქების გარდა, ლატვიასა და უკრაინაში იყო გაშლილი. ყველაზე შთამბეჭდავი დროშის გაშლის ცერემონია 2012 წ. ქალაქ ოდესაში, ყველასათვის ცნობილ პოტიომკინის საფეხურებზე გაიმართა, სადაც ლიტვის 200- მეტრიან დროშასთან ერთად, უკრაინის 200- მეტრიანი დროშაც გაიშალა. შემდგომში ეს დროშები ერთ დიდ გულად ვილნიუსში არქიკათედრის ტერიტორიაზე გაერთიანდა.
დღევანდელ სიმბოლურ პროცესში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები