გია ვოლსკი ტერორიზმის საშიშროებასა და ამ მიმართულებით საქართველოში პრევენციული ზომების გატარებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ “მოამბესთან“ ტერორიზმის საშიშროებასა და ამ მიმართულებით საქართველოში პრევენციული ზომების გატარებაზე ისაუბრა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად იზიარებს გია ვოლსკი ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს.
“როცა საკმაოდ უცხო თემა შემოდის აქტუალური მსჯელობის სფეროში, ბევრ ექსპერტს ახასიათებს სწრაფი პასუხი და პასუხის მთავარი მიმართულება სამუშაო გეგმაზე საუბარია. რასაკვირველია, არსებობს სამუშაო გეგმა, პრევენციული ზომების წინასწარი ჩამონათვალიც, უამრავი ტრენინგია ჩატარებული. შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით არსებობს გეგმა და ეს გეგმა განხილულია, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და ამ დარგის გაცილებით მაღალი დონის ექსპერტებთან. ამ თემაზე არავითარი პოლიტიკური სპეკულაციის სურვილიც კი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ვითარება გაცილებით უფრო სერიოზულია მსოფლიოშიც და რეგიონშიც, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პროფესიონალური გუნდების ჯგუფების სპეციალური სააგენტოების მეშვეობით ვერც შევიტყობთ, რომ რაიმე საფრთხე დაემუქრა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დასჯადი იქნება. რაც შეეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დასჯადი იქნება. დეპუტატმა განაცხადა, რომ საკითხი პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული და დეტალების შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი. დეპუტატმა საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე და მისიებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ადრე თუ კამათობდნენ იმის თაობაზე, რამდენად საჭიროა საქართველოდან საერთაშორისო ოპერაციებში ძალების მივლინება, დღეს ვითარებამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც ატარებს მსოფლიო კოალიცია, ჩვენი მონაწილეობა არ არის ვიღაცისთვის პოლიტიკური კეკლუცობის გამოხატვა, – ეს არის რეალურად საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისათვის ბრძოლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები