ზვიად კვაჭანტირაძე: ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს

ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ „კურიერის“ ეთერში გააკეთა.
ქართველმა დეპუტატმა სოლიდარობა გამოუცხადა ფრანგ ხალხს და ტერორისტული აქტი დაგმო.
“ის რაც მოხდა პარიზში არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს. ის რაც გასაკიცხია, აუცილებლად უნდა გაიკიცხოს და რეაგირება რაც ამ ვანდალურ ფაქტს მოჰყვა არის აბსოლუტურად ადეკვატური. დღევანდელი მშვიდობის მარშიც ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ – არა, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება საქართველოში, კვაჭანტირაძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხე დღეს არ არსებობს.
„ჩვენი მრავალწლიანი თანაცხოვრობის შემდეგ დღეს და გუშინ საფრთხე არ ყოფილა, არ არის და ეს ვგონებ, არც მომავალში იქნება. თუმცა სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას,“- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხლეისუფლებისა და ხალხის ერთობა, რათა არ მოხდეს დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე.
ამ წუთებში სოლიდარობის მარშს წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები მიუძღვებიან. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3 კილომეტრიან მარშრუტს გაივლიან.
პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად მშვიდობიან მსვლელობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაწილეობს.
ჟურნალ “შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები