ირმა ინაშვილი: იანვრის ბოლოს ახალი პოლიტიკური სეზონი გაიხსნება

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელ ტენდენციაზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პარტია საქართველოს ინტერესებზე მოსაუბრე და დამცველ მოქალაქეებს ანტიევროპულ და რუსულ ძალად მოიხსენიებენ. მისი თქმით, აღნიშნული დაკვეთილი პიარ-კამპანიაა.
„მინდა, კიდევ ერთ ტენდენციას დააკვირდეთ: ნაცმოძრაობას მაკკეინის ხაზმა და მისმა ლობისტებმა ახალი დირექტივა მისცეს. შინაარსი მარტივია: პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი, თუ ჟურნალისტი, რომელიც მის პროგრამაში, საჯარო დებატებში, პუბლიცისტიკასა და ანალიზში გაატარებს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის იდეას, ხშირად გამოიყენებს ტერმინებს – „სამშობლო“, „მამული“, „ერი“, ეტაპობრივად და მიზანმიმართულად (რისი „მდიდარი“ გამოცდილებაც აქვთ) უნდა გამოაცხადონ ანტიევროპულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, რუსულ ძალად. ეს ნოტები თავდაპირველად გაისმა ჯერ ლევან ბერძენიშვილის გამოსვლაში, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ კონტექსტიდან მოწყვეტილი ფრაზა იყო გამოყენებული, თურმე და შემდეგ, ნიკა რურუამაც სიტყვა სიტყვით იგივე გაიმეორა.
დააკვირდით, რომელი პოლიტპერსონაჟები და ე.წ. ექსპერტები მიმართავენ იგივე ხერხს. იცოდეთ, რომ ეს დაკვეთილი პიარ-სტრატეგიაა, კრახისთვის განწირული, მაგრამ მაინც ახალი პოლიტიკური სეზონი, იანვრის ბოლოს, სწორედ ამ “ოდეოლოგიით” გაიხსნება. ახსენებ ქართულ ინტერესს? „ზნაჩიტ“ ანტიევროპული ხარ და უნდა დაგგმონ! ახსენებ ფრაზას – „საქართველოს ინტერესები უნდა დავიცვათ ამერიკაშიც, თურქეთშიც, ისრაელშიც, ირანშიც და რუსეთშიც“, „ზნაჩიტ“ ანტიდასავლური ხარ, ე.ი. ბნელი, ჩამორჩენილი, ნატოს მოწინააღმდეგე (თითქოს ობამას არ უთქვამს, რომ არანაირ ნატოში არ გიღებთ, უბრალოდ, კარი ღიაა და მორჩაო, მაგრამ ობამაზე ხომ ვერ იტყვიან, რომ ანტიდასავლური ძალაა? ეს ზომაზე მეტად სასაცილო იქნება, ამიტომ მათზე უნდა თქვან, ვინც „საზოგადოების“ ნაცვლად, იყენებს სიტყვას „სამშობლო“, ხოლო „ხალხის“ ნაცვლად, იყენებს ტერმინს „ქართველი ერი“. გიგა ბოკერია რატომ უნდა მახსენებდეს ხშირად – რომ არ ვენატრები, ვხვდები, რომ ეშინია, ვიცი, მაგრამ რატომ უნდა მახსენდებდეს ანტიდასავლური ძალის კონტექსტში?! რომელია ჩემზე მეტად ევროპელი და დასავლური ღირებულებების მატარებელი? კანდელაკი გიო, თუ ჯაფარიძე ზურიკო, ა? მაგრამ ახალ ტაქტიკას მიჰყვებიან, ძველი წარმატებით გაიარეს. ძველი რა იყო? აი, ის იყო, რომ ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, უნდა გადარჩეს, რომ ეს ქართული დემოკრატიის ამოცანაა და ა.შ. ახლა ტრანსფორმირებულ მცდელობასთან გვაქვს საქმე- ნაცმოძრაობის ლიდერების დასჯის, გასამართლების თემა (რასაც მე და ჩემი გუნდი ბოლომდე მივაწვებით) პოლიტიკოსისათვის ცუდ ტონად, მიუღებელ ტონად უნდა დამკვიდრდდეს. ამას „ჩალიჩობს“ ბატონი პრეზიდენტიც, რომელიც აცხადებს, რომ (თურმე) ყველას პრეზიდენტია. მათ შორის, ნაცისტების. და იმ ხალხს რა ვუყოთ, შვილები რომ დაუკლეს და მკვლელები არ დასაჯეს? ამათი პრეზიდენტი ვინაა?! ერთი, ივანიშვილს არ წარედგინე, ნახავდი, ვისი „ყველას პრეზიდენტიც“ იქნებოდი, იჯდებოდი დუშეთში, ჩემს მეზობლად, მაგრამ რა ვქნათ? ეს მოცემულეობა გვერგო საჩუქრად, ამიტომ თვალი უნდა გავახილოთ და გონება უნდა დავძაბოთ. 2015 წელს ჩვენს სამშობლოს ეს ძალიან, ძალიან სჭირდება“, – წერს ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები