გუდაურამდე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გზის გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. ამ დროის მონაცემებით, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდას გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობის შესაბამისად, მას შემდეგ განაახლებს, როცა ზვავსაშიშროება მოიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები