საქართველოს საელჩო საფრანგეთში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს. “კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ქ.პარიზში განხორციელებული 7 იანვრის ტერორისტული აქტის შემდეგ, მთელს საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ვითარება და ამუშავებულია ე.წ. Vigipirate გეგმის ოთხი პუნქტიდან მეორე, წითელი პუნქტი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედებას, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებულ მობილიზებას და მათ განთავსებას ე.წ. საფრთხის შემცველ ზონებში.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგიწოდებთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ. იყავით განსაკუთრებით ყურადღებით ხალხმრავალ და საჯარო თავშეყრის ადგილებში.
ასევე მოგიწოდებთ თვალყური ადევნოთ საელჩოს ვებ გვერდსა და პირწიგნაკს, სადაც აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას უახლესი უსაფრთხოების ზომების შემოღების ან განსაკუთრეული საფრთხის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები