სოლიდარობის გლობალური კამპანიის “მე ვარ შარლი” ფარგლებში თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

სოლიდარობის გლობალური კამპანიის “მე ვარ შარლი” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და საზოგადების ნაწილი თბილისში, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან ყვავილებით შეიკრიბა.
სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებმა მწუხარება გამოთქვეს 7 იანვარს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო. აქციაზე მისულებმა ხსოვნის ნიშნად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან სანთლები აანთეს. სოლიდარობის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თამარ კორძაიამ და თინა ხიდაშელმა. სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებს საქართველოში საფრანგეთის ელჩიც შეუერთდა. მან აქციის მონაწილეებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები