კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებისთვის ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურში იმყოფება და ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას. ამის შესახებ “კვირას” კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სუჯაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები გუდაურსა და სტეფანწმინდაში.
“ამ წუთებში დავით სუჯაშვილი საგანგებო თათბირს მართავს, რომელსაც ესწრებიან, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, მოადგილე გიორგი კობერიძე; კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი; გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების; ენერგეტიკის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები გუდაური – ფასანაურის მიმართულებით. მოძრაობა აღდგენილია მლეთიდან-გუდაურამდე. საგანგებო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ ჯვრის უღელტეხილზე დარჩენილი ორი ლატვიელი ტურისტის დასახმარებლად. სტიქიის ზონებში მყოფი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და პირველადი მოხმარების საგნებით.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრში მოქალაქეებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეუძლიათ სტიქიის ზონებში შექმნილ ვითარებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 3229909002355; 3229909002366; +995 577113331; +995 599550466”, – აცხადებენ საბჭოს აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები