ლიმონოვი: „შარლი ებდო“ ჩემს წინააღმდეგაც გამოდიოდა… ტერაქტის მსგავსი რამ დღე-დღეზე რუსეთშიც შეიძლება მოხდეს

„შარლი ებდო“ პირადად ჩემს წინააღმდეგაც გამოდიოდა. 1993 წლის 21 ივლისის 56-ე გამოშვებაში ჩემზე საშინელი სტატია შესაბამისი კარიკატურებით გამოაქვეყნეს: „Limonov: L’intellectuel arracheur de couilles“ („ლიმონოვი: ინტელექტუალი – კვერცხების მომკვეთელი“).
„12 გვამი – დასჯა ამორალური მდაბიო საქციელისთვის. რა გაეწყობა! მე – ედუარდ ლიმონოვი“, – ასეთი ციტატით გამოეხმაურა რუსი პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი ედუარდ ლიმონოვი საფრანგეთის ტერაქტს, რომელსაც სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ 10 თანამშრომელი ემსხვერპლა.
„სხვათა შორის, მომხდარი საფრანგეთში – „კრეატიული კლასისთვის“ გაკვეთილი და გაფრთხილებაა, თუ როგორი საშიშია სახალხო რწმენის შეურაცხყოფა. „რწმენაში“ არა მარტო რელიგიურ მრწმსს ვგულისხმობ. მსგავსი რამ დღე-დღეზე რუსეთშიც შეიძლება მოხდეს. ულტრა-ლიბერალური მედია არ უნდა გაოცდეს, თუ რუსების შეურაცხყოფისთვის ამდენი წლის შემდეგ რუს ხალხს უეცრად ნერვები უმტყუნებს. ასე რომ, ბატონო, „წესიერო ხალხო…“, – წერს ლიმონოვი სოციალურ ქსელში.
პოლიტიკური მოღვაწის აზრით, „შარლ ებდოს“ ჟურნალისტების მკვლელობა „თავისი სისასტიკით, რა თქმა უნდა, ექსტრაორდინალურია.
„არ მოკლა!“- გვასწავლის ქრისტიანული ცივილიზაცია. მცნებების თანახმად, ჩადენილია ბოროტება. მე მას, ბოროტებას ვგმობ. მთელი მსოფლიოს ანალიტიკოსები კი თანხმდებიან იმაზე, რომ განხორციელებული თავდასხმა – შურისძიებაა წინასწარმეტყველი მუჰამედის მისამართით თავხედი და აგრესიული რედაქციის არაერთი შეურაცხყოფის გამო. ერთ-ერთი ბოლო შეურაცხყოფა – წინასწარმეტყველის კარიკატურაა. მე მაშინ ეს ქმედება დავგმე: „ცეცხლზე ნავთი დაასხეს…“, – წერს ლიმონოვი.
პუბლიცისტის და პოლიტიკური მოღვაწის თქმით, ის მაშინაც და ახლაც მიიჩნევს, რომ მსოფლიოს რელიგიებზე და მათ წინასწარმეტყველებზე იერიშის მიტანა არ ღირს. ეს ამორალური, მდაბიო საქციელია. „რადგან მილიარდზე მეტ ადამიანს ქრისტესი, მილიარდნახევარს კი ალაჰის სწამს, ამ ადამიანების რწმენას პატივი უნდა ვცეთ. და მათზე იერიშის მიტანის არანაირი საჭიროება არ არსებობს…“, – აღნიშნავს ლიმონოვი.
საინტერესოა, რომ „შარლი ებდოს“ შესახებ ედუარდ ლიმონოვის გამონათქვამებზე კომენტარს „ეხო მოსკვის“ წამყვანი სერგეი პარხომენკო აკეთებს.
„საქმე ძალიან მარტივადაა: ის პრიმიტიულად და უხამსად გაგიჟდა. მაგრამ ეს ბებრული სიგიჟე- შემთხვევითი არ არის. არსებობენ უწყინარი, ჩუმი, სულში ჩაწვდომი იდიოტები – ისინი საავადმყოფოს საწოლში კედლისკენ მიტრიალებულები წვანან და ნაზად ვარდისფერ ნერწყვს უშვებენ. ამას კი ტვინი ასე ჩამოეშალა: ბოროტად და ბინძურად“, – წერს პარხომენკო.
ცნობისთვის, ედუარდ ლიმონოვი – რუსი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი, რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთში აკრძალული ნაციონალ-ბოლშევისტური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, 2000 წლების პოპულარული ოპოზიციური პროექტების – „სხვა რუსეთი“, ეროვნული ასამბლეა, „სტრატეგია-31“-ის ავტორი. რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლის დასაცავად სამოქალაქო – საპროტესტო აქციების ორგანიზატორი და მუდმივი მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები