ოთარ დანელიამ და სტივენ ჰეიკინმა 2015 წლის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორს, სტივენ ჰეიკინს უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ახალ პროექტზე GFG (Governing for Growth) ისაუბრა.
სტივენ ჰეიკენმა სოფლის მეურნეობის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია 2015 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დგას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრების მხარდაჭერა.~
„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მიმდინარე ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა“, – განაცხადა სტივენ ჰეიკინმა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ის პროექტები, რომლებიც ამერიკის შეერთბული შტატების მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ ახალი პროექტის (GFG) ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ მივესალმებით პროექტში ახალი კომპონენტების დამატებას, რომელთა მიზანიც არის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“, -განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები