მამა მიქაელი: ჩემთვის რუსეთის პატრიარქი კირილიც ოკუპანტია

რუსეთის პატრიარქ კირილს შეუძლია, ქართველი სამღვდელოება შეუშვას აფხაზეთში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, – ამის შესახებ მამა მიქაელ ასათიანმა გადაცემაში “საუბარი რელიგიაზე” განაცხადა.
მამა მიქაელი აღნიშნულის გამო რუსეთის საპატრიარქოს ოკუპანტს უწოდებს.
„მე ვარ აფხაზეთიდან, ჩემი სახლ-კარი დანგრეულია, ჩემი ეზო განადგურებულია, ჩემს ეკლესიაში – ილორში, სადაც მე მოვინათლე, დავდიოდი და ბავშვობა გამიტარებია, არ მიშვებენ. მამაჩემის საფლავი, ჩემი ნათესავების საფლავი აფხაზეთშია, ქალაქ ოჩამჩირეში, მე იქ არ მიშვებენ. მთელი ქართველები გამოდევნეს აფხაზეთიდან, სასულიერო პირები გამოდევნეს, ილორის ეკლესია გადააკეთეს რუსულ ყაიდაზე და ამდენი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია აფხაზეთის ტერიტორია რუსების მიერ. მე პირადად რუსებთან, რიგით მოქალაქეებთან არავითარი პრობლება არ მაქვს, მე გამაჩნია პრობლემა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთის ხელისუფლება არის საქართველოს მტერი. კირილი არის რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელი და ძალიან ადვილად შეუძლია, ქართული სამღვდელოება შეუშვას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ის ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. აქედან გამომდინარე, როდესაც მე ჩემს სახლში არ მიშვებენ და ჩემი ტერიტორია ოკუპირებულია, რუსეთის საპატრიარქოც პირადად ჩემთვის ოკუპანტია, იმიტომ, რომ მან მოახდინა აფხაზეთის ეკლესიის ოკუპაცია. იქ არის რუსი სამღვდელოება და აქედან გამომდინარე, ჩემთვის რუსეთის პატრიარქი კირილიც იგივე ოკუპანტია. ის არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, მე მაგას როგორ უნდა ვემთხვიო ხელზე?! – როგორც ოკუპანტს, თუ როგორც ერთმორწმუნე პიროვნებას, რომელიც მართლმადიდებლობაზე თავს დებს და მე იქ არ მიშვებს?”- განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები