დავით ნარმანია: თბილისში მიმდინარე მშენებლობები ვერ გაჩერდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში მშენებლობები ვერ გაჩერდება, – ეს განცხადება მერმა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ელაკო ელისაშვილის საპასუხოდ განაცხადა.
“მშენებლობები ვერ გაჩერდება. ქალაქს სჭირდება განვითარება. მთავარია, რომ სწორი პოლიტიკით და გეგმაზომიერად განვავითაროთ ქალაქი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი დღეს ონიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კედლების ჩამონგრევის საკითხსაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, ამ საკითხს მერიის სპეციალური სამსახურები სწავლობენ.
“ჩვენი სამსახურები სწავლობენ, თუ რამ გამოიწვია ჩამონგრევა. ეს იყო დაუდევრობა, თუ მშენებლობის წესების დარღვევა. შესაბამისად, მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური ამაზე რეაგირებას მოახდენს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მიმდინარე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები