ალეკო ელისაშვილი კედლების ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას დავით ნარმანიას აკისრებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ონიაშვილის №14–ში მშენებარე კორპუსის კედლების ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს.
დეპუტატი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე კორუსის მშენებლობა დაუშვებელი იყო.
„აქ რომ ვინმე დაღუპულიყო, ან ერთ, ან მეორე ეზოში, დავით ნარმანია იქნებოდა პირადად პასუხისმგებელი. რასაც ვუყურებთ, ეს არის დავით ნარმანიას უმწეობის შედეგი, რადგან როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, პირველი დღიდან ვეუბნებოდი, რომ უგულავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული საძაგელი სამშენებლო ნებართვები გაეუქმებინა, გამოეცხადებინა მორატორიუმი ვერაზე, ვაკესა და საბურთალოზე და გადაგვეხედა ნებართვებისთვის. აქ კორპუსის აშენება არ შეიძლებოდა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
დღეს თბილისში, ონიაშვილის №14–ში მშენებარე კორპუსის მე-6 და მე-7 სართულების კედლები ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები